Wednesday, April 18, 2012

ტელესკოპით Kepler ნაპოვნი პლანეტების პლანეტარიუმი

სანამ ტელესკოპი Kepler მზის სისტემის საზღვრებს მიღმა პლანეტების მოძიებითაა დაკავებული, მეცნიერებმა გარკვეული შუალედური შედეგების გამოქვეყნება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, დენიელ ფაბრიცკის (Daniel Fabrycky) ხელმძღვანელობით სპეციალისტებმა ამ მომენტისათვის აღმოჩენილ ყველა ეგზოპლანეტაზე არსებული მონაცემები შეკრიბეს და ეს ყველაფერი პლანეტარიუმის მსგავსად წარმოადგინეს.
ვიდეოზე ეგზოპლანეტობის 885 კანდიდატია აღნიშნული, რომლებიც საერთო ჯამში 361 პლანეტურ სისტემაში შედიან. პლანეტების ზომები და მათი ორბიტების დიამეტრი რეალური პარამეტრების შესაბამის მასშტაბშია მითითებული.
ორპლანეტიან სისტემაში, გარე ორბიტაზე მბრუნავი ყვითლადაა შეფერილი (ასეთი სისტემების საერთო რაოდენობა — 242); სამპლანეტიანში — მწვანედ (85 სისტემა); ოთხპლანეტიანში — ლურჯად (25); ხუთპლანეტიანში — მუქი-ლურჯი (8); ექვსპლანეტიანში — გარე პლანეტა იისფერია (ამ მომენტისათვის ერთადერთი სისტემაა აღმოჩენილი, რომელიც ექვსი პლანეტისგან შედგება — Kepler-11).




ბიბლიოგრაფია:
ტეგები: 
ვიდეო: youtube.com
Uploaded by  on Feb 28, 2012

მზის სისტემამ ჩამოყალიბებისას პლანეტა-გიგანტი დაკარგა

მზის სისტემის ფორმირების პროცესის მოდელირებისას, სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის (Southwest Research Institute) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზეს კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტიჰყავდა. ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე დაკვირვებისკენ მეცნიერებს კოიპერის სარტყელიდან და მთვარის კრატერიდან ტრანსნეპტუნისებრი ობიექტების პოპულაციის ანალიზმა უბიძგა. კვლევების ავტორის დევიდ ნესვორნის (David Nesvorny) აზრით, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ 600 მლნ წლის იყო, პლანეტა-გიგანტების ორბიტებს დინამიური არამდგრადობა შეეხოთ, რის შედეგადაც მცირე სხეულები ნაწილობრივ კოიპერის სარტყელში გაიდევნა, ნაწილობრივ კი მზის სისტემის შიდა პლანეტების ბომბარდირება დაიწყეს. ამასთან, იუპიტერმა და სხვა პლანეტა-გიგანტებმა მზისკენ უფრო ახლოს შეიცვალეს ორბიტა. 


ადრეული მზის სისტემის კომპიუტერულმა მოდელირებამ ორბიტების ცვლილების ჰიპოთეზა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა პირობებით ათასობით მოდელის შედეგები თანამედროვე სისტემის სურათს არ იძლეოდა. ასეთ სცენარში დიდ პრობლემას წარმოადგენს სწორედ იუპიტერის წანაცვლება: მისი ორბიტის უმცირესი ცვლილებაც კი ან დედამიწის ჯგუფის პლანეტების შეჯახებებს, ან სისტემიდან ურანისა და ნეპტუინის გაგდებას იწვევს.


კოლეგების რჩევით ნესვრონიმ მოდელს მეხუთე ნეპტუნის წონის პლანეტა-გიგანტი დაუმატა. ახალმა მოდელმა ყველაფერი თავ-თავის ადგილებზე დაალაგა, და ყველა პლანეტა საკუთარ ორბიტაზე აღმოჩნდა, ხოლო უცნობი გიგანტი კი მზემ ვარსკვლავთშორის სივრცეში “გააძევა”. ასეთი თეორიის სასარგებლოდ ნესვორნს ცოტა ხნის წინათ აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ე.წ. მოხეტიალე პლანეტების მაგალითები მოჰყავს, და ამბობს, რომ მათი წარმოქმნა — ჩვეულებრივი მოვლენაა.


ბიბლიორაფია:
წყარო :  SWRI & aqualung.ge